ლაზარე გრიგორიადისი ციხეს მომავალ კვირას დატოვებს
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას დატოვებს. სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჯერ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაგზავნოს. ამის შემდეგ შეწყალების აქტს პრეზიდენტი მოაწერს ხელს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებას დაუბრუნდება და ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს დატოვებს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს ხუთდღიანი ვადა აქვს, თუმცა უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტთან ხვალვე გადაიგზავნება. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მოსამართლემ გრიგორიადისს 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციის ავტომანქანის დაწვისთვის თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის კი - 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, მას 9-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლაზარეს ბაბუა
რადიო თავისუფლება
პრეზიდენტმა შეწყალება დანარჩენი პატიმრების შემთხვევაშიც უნდა...
Girchi • გირჩი
ლაზარე გრიგორიადისი დღეს სასამართლოს სიტყვით მიმართავს | დას...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე არ გამოცხადდა
TV IMEDI
ფორმულა 2 საათზე — 13 აპრილი
ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან გათავისუფლების მოლოდინში
Formula News
ლაზარე გრიგორიადისი ციხიდან გათავისუფლების მოლოდინში
Formula News
თეატრში ,,ჰარაკი" ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე გრი...
ბათუმელები / Batumelebi