11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

21.11.2021 00:42

11 წლის ანანო სანიკიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. პატარა გოგონას რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა, რამაც კიდურების მოტორული შესუსტება და მეტყველების უნარის დარღვევა გამოიწვია. იმისათვის, რომ გოგონამ გადაადგილება და ლაპარაკი ისევ შეძლოს, მას ახლა კომპლექსური და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. სარეაბილიტაციო პერიოდი ხანგრძლივია და დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს. დახმარების მსურველებს გთხოვთ, თანხა მითითებულ ნომერზე გადარიცხოთ. ნებისმიერი თანხა, ოჯახს პატარა გოგონას სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: