ლექსო ლაშქარავას საქმე
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შემდეგაც მონაცემი განახლდება, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა. საგარეო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა საკითხთან დაკავშირებით, რომ იუნესკომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კი მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამჭვირვალე და ყოველმხრივი გამოძიება. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეასრულონ პროფესიული მოვალეობა ძალადობის შიშის გარეშე. ეს მოვლენები შესაძლოა გახდეს საფრთხის შემცველი გზავნილი სხვებისთვის და არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ნათქვამია იუნესკოს გენერალური დირექტორის განცხადებაში. ის 11 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაში ლაშქარავას შეყვანის საკითხზე დასმულ შეკითხვას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ლექო ლაშქარავას სასტიკად სცემეს პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის წევრებმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში. ის 11 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლექსო ლაშქარავას საქმე - შსს ნარკოტიკული საშუალების ზედოზირე...
MULTIMEDIA GE
ლექსო ლაშქარავას საქმე - მორიგი ბრიფინგი შსს-ში
MULTIMEDIA GE
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას სა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შავი ლაქები ლექსო ლაშქარავას საქმეში | შსს-ს მიერ გავრცელებუ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცოტნე კობერიძე ლექსო ლაშქარავას საქმესა და UNISCO-ზე
Girchi - მეტი თავისუფლება
სხვა ნანუკა - მეუფე ნიკოლოზი | ლექსო ლაშქარავას საქმე | 5 ივ...
ნანუკას არხი / Nanuka's Channel