აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან


აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართეს. მათ შორის უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს.

მათ დღეს მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა მათ განუმარტეს, რომ არასამუშაო დღის გამო, პრემიერი და მთავრობის წევრები ადმინისტრაციაში არ იმყოფებიან. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან, სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებით, წერილის დატოვებას გეგმავენ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან