8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე

08.03.2021 00:57

განათლების მინისტრი ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს. სიმბოლური საჩუქრები გადაეცა ცნობილ ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს, რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, ასევე 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მინისტრმა ქალთა საერთაშორისო დღე ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, ნელი სალაძეს მიულოცა, რომელიც 50 წელია, სამწვრთნელო საქმიანობაშია ჩართული. არის ღირსების ორდენის კავალერი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: