სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში


სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მეოთხე დღე - საკუთარ სახლებში დაბრუნებას 150-მდე ოჯახი ელოდება. ტერიტორიას ახლა გეოლოგები სწავლობენ. პარალელურად, ბაღდათისა და ქედის მუნიციპალიტეტებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა. ხდება დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება. 7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ ორ მუნიციპალიტეტში 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილთა ოჯახებს დღეს სამძიმარი გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ჯერ სოფელ ნერგეეთში, შემდეგ კი ქედაში ჩავიდა.

ირაკლი კობახიძე ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებსაც გაეცნო და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო დაზარალებულებისთვის კომპენსაციებსა და დროებით თავშესაფრებს უზრუნველყოფს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან