ვეტოს განხილვა იურიდიული კომიტეტზე
რეზონანსული კანონის ამოქმედებამდე ბოლო საპარლამენტო პროცედურა რჩება. ხვალ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პლენარულ სხდომაზე გეგმავს. დარბაზში შესვლას აპირებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციაც. კენჭისყრამდე ხმაურიანი განხილვა და დებატებია მოსალოდნელი. ერთი დღით ადრე კი ვეტო იურიდიულმა კომიტეტმა დაძლია. ტრიბუნასთან მომხსენებლის სტატუსით მდგომი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კონსტიტუციასთან და ქვეყნის ევროპულ გზასთან შეუსაბამო, რაც საერთაშორისო პარტნიორების ნეგატიური გამოხმაურებითაც დასტურდება - ამ არგუმენტებით პრეზიდენტის წარმომადგენელმა კანონის გაუქმება მოითხოვა. დარბაზში დღეს არაერთხელ დაისვა შეკითხვა - თუ რომელი მუხლია არაკონსტიტუციური და რა სამართლებრივი შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა ყველა კითხვაზე გიორგი მსხილაძეს ერთი პასუხი ჰქონდა - პრეზიდენტი და მისი წარმომადგენელი კანონის მუხლობრივ და შინაარსობრივ ნაწილში შესვლას არ აპირებენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციის დაცვას სხდომაზე მყოფი ოპოზიცია ცდილობდა. თითქმის ოთხსაათიანი განხილვა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის ვეტოს განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
Formula News
პრეზიდენტის ვეტოს განხილვა კომიტეტზე
Formula News
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მმართველი პარტია პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადებ...
TV IMEDI
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვეტოს განხილვა პარლამენტში
TV IMEDI
ვეტოს განხილვა პარლამენტში - ქრონიკის სპეციალური გამოშვება
TV IMEDI
პრეზიდენტის ვეტოს განხილვა
ტვ პირველი • TV Pirveli