ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა
კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ახალციხეში გაიმართება. სხდომაზე ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ბრალის ოფიციალურად წარდგენის პროცესი გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პროკურატურამ ბრალდება ხუთ პირს წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებული დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მომხდარზე განცხადება გაავრცელა საგამოძიებო უწყებამაც. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მომხდართან დაკავშირებით, ხუთ პირს, ბრალი 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი. განცხადების მიხედვით, ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან, რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს. სამართალდამცველებმა ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები. დადგინდა, რომ დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა, რის შემდეგაც მათ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯელობა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო პროცესი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ახალქალაქში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ახალქალაქში - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster