რუსეთის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას

26.12.2019 01:12

რუსეთის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას. დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განაცხადებით: რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება. დიმიტრი ნოვიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი განსხვავებული ვითარებაა. რუსი დეპუტატის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის უთანხმოება უკავშირდება ფაქტს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს და რუსეთი პასუხისმგებელია მათ დაცვაზე. „ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ამბავია, ორი სრულიად განსხვავებული სიტუაცია. მეჩვენება, რომ „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის გამოყენებული, როგორც ჩანს, რბილად რომ ვთქვათ, ხელოვნურად არის შედგენილი”, – აღნიშნა ნოვიკოვმა. შეგახსენებთ, საქართვლოს პირველი არხის ექსკლუზიურ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ  სასურველია ქვეყანას რუსეთთან სხვა ფორმატებშიც ჰქონდეს და ამის აუცილებლობა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობამ ნათლად დაანახა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრეზიდენტის სიტყვა და კითხვა-პასუხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში
16:14

პრეზიდენტის სიტყვა და კითხვა-პასუხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში

Giorgi Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
00:24

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში
01:40

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პასუხი რუსეთის პრეზიდენტს
07:48

პასუხი რუსეთის პრეზიდენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდება და პასუხი თბილისიდან
07:36

უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდება და პასუხი თბილისიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს
01:51

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის კაშხალი ააფეთქეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უყურეთ როგორი ღირსეული პასუხი გასცა შევარდნაძემ კაცთმოძულე პუტინს! - ჯუმბერ კირვალიძე
06:51

უყურეთ როგორი ღირსეული პასუხი გასცა შევარდნაძემ კაცთმოძულე პ...

სააგენტო GUARDIAN GE

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხარდამჭერი განცხადება
06:06

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხარდამჭერი განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო