კიბერჰაუსის სიუჟეტის ნაწილი - Game Jam Plus -ის შესახებ

03/11/2015
CG Georgia-ის მიერ

ვიდეოთამაშების ფესტივალი Game Jam+: თარიღი: 8-9 ნოემბერი 2014. ლოკაცია: თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი.

წლის ყველაზე მასშტაბური თამაშების მარათონი და ფესტივალი. წინა მარათონებისგან განსხვავებით გაიზარდა თამაშებში შეჯიბრების რაოდენობა, გამოფენილი იყო საქართველოში წარმოებული თამაშები, მოეწყო სპონსორების სტენდები (Microsoft, Samsung, Geocell), გაიზარდა როგორც მონაწილე გუნდების, ასევე ქოსპლეიერების და სხვა შეჯიბრებში მონაწილეების რაოდენობა. ასევე ღონისძიებას დაემატა შეჯიბრები სამაგიდო თამაშებში, რომლის ორგანიზება განახორციელა სამაგიდო თამაშების კლუბმა Tsibakha. გარდა ამისა, მარათონს ასევე დაემატა კონცეპტუალური ხელოვნების კონკურსი. კონკურსის მონაწილეების ნამუშევრები გამოიფინა ღონისძიების მანძილზე და მონაწილე გუნდებს საშუალება ქონდათ, კონკურსის მონაწილეები გუნდებში გაეწევრიანებინათ. კონცეპტუალური ჩანახატების კონკურსის სამი მონაწილე სხვადასხვა გუნდს შეუერთდნენ და იმუშავეს მათთან ერთად თამაშების პროტოტიპებზე.

ფესტივალის მეორე დღეს გაიმართა მასშტაბური კოსტიუმირებული შოუ და გამარჯვებულების დაჯილდოვება. საერთო ჯამში სტუმრების რაოდენობამ 1400-ს გადააჭარბა, ხოლო დაჯილდოების დროს დარბაზში 800-ზე მეტი სტუმარი იმყოფებოდა. ღონისძიების ტრანსლირება ასევე ხდებოდა პორტალზე Myvideo.ge.

მთლიანი სიუჟეტი იხილეთ ბმულზე:    • კიბერჰაუსი - ახალი სეზონი, გადაცემა 9