აფეთქება თბილისში

28.10.2022 01:15

აფეთქება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში - 47 წლის მამაკაცმა, რომელმაც სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა, გამთენიისას ხელყუმბარა ააფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მამაკაცისთვის ფინანსური პრობლემები გახდა. დილიდან დალუქულია სასტუმროს შენობა, მომხდარზე კი გამოძიება 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასროლას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაშავებული მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. განსაკუთრებით აქვს დაზიანებული თავის, გულმკერდისა და ფეხების არე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: