აფეთქება თბილისში


აფეთქება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში - 47 წლის მამაკაცმა, რომელმაც სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა, გამთენიისას ხელყუმბარა ააფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მამაკაცისთვის ფინანსური პრობლემები გახდა.

დილიდან დალუქულია სასტუმროს შენობა, მომხდარზე კი გამოძიება 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გასროლას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაშავებული მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. განსაკუთრებით აქვს დაზიანებული თავის, გულმკერდისა და ფეხების არე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან