ადვოკატ ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს გირაო შეეფარდათ

04.10.2019 01:07

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: