სარაგბო დაპირისპირება პირველ არხზე


დღეს „საქართველო 15“ ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან სერიის მეორე მატჩს გამართავს.

გუნდებმა პირველი მატჩი ოთხი დღის წინ „აია არენაზე“ ჩაატარეს. მაშინ სტუმრებმა 28:15 გაიმარჯვეს. დღევანდელ შეხვედრაში  ჩვენს გუნდს „ბრივის“ ბურჯი, ლუკა ჯაფარიძე დაეხმარება, რომელიც შარშან უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშობდა და 4 შეხვედრაში 2 ლელო გაიტანა.

მატჩი ავჭალის სტადიონზე, 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან