ყვავილების ორანჟერიე საოკუპაციო ხაზთან

01/30/2021
Trialeti TV-ის მიერ

ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge
49 წლის ნუკრი ფეიქრიშვილი 14 წელია ყვავილებს უვლის და განსაკუთრებული ჯიშის მცენარეებზე ზრნვა ჰობად ექცა. დედაქალაქიდან პანდემიის გამო წამოვიდა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ მჯვრისხევში საკუთარი ორანჟერიეც მოაწყო. იგი სათბურში მუშაბას დილის 9 სათიდან იწყებს და საყვარელ საქმიანობაში გართულს შინ დაბრუნება მხოლოდ საღამოობით ახსენდება. ჰობი ბიზნესად საკუთარი სახსრებით აქცია. მის მცენარეებს ახლა გათბობისა და წყლის სისტემის მოწყობა სჭირდება, რაც ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.
ნუკრი ფეიქრიშვილის ორანჟერიეში 1000-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. თავაპირევლად, მან ყვავილები კოლექციონერებისგან შეიძინა, შემდეგ ონლაინ გამოწერის მეშვეობით, ახლა კი მცენარეებს საკუთარ სათბურში ამრავლებს, ზრდის და ახალი ჯიშებიც გამოჰყავს.
სამომავლოდ, ფეიქრიშვილი სათბურის გაფართეობას და ქართული წარმოების მცენარეების გამრავლებას აპირებს.

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან