ახალი სასტიპენდიო პროგრამა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისთვის

08.06.2016 02:43

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - "საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017". განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 2016 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ). 2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა: ხელოვნება; რესტავრაცია/კონსერვაცია http://culture.gov.ge/

გაზიარება: