ფანშეტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რიტუალების სახლი აშენდა

07.08.2025 00:54

სოფელ ფანშეტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რიტუალების სახლი აშენდა. დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილზე გაეცნო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 400 000 ლარს აღემატება. შენობა სოციალური შინაარსის ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი და ერთდროულად 400-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.

გაზიარება:
EstateHub

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო