ვითარება გელათის მონასტერში
გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ. თუნუქის სახურავზე ხარვეზებით წარმართული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემა ხდება თავად დროებითი გადახურვის პროექტიც. მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე უკვე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორივე კომპანიას სოლიდური ფულადი სანქცია დააკისრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგანგაშო ვითარება გელათის მონასტერში
Formula News
გელათის მონასტრის რეაბილიტაციის გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება გელათის სამონასტრო კომპლექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება ისევ ავარიულ...
Rioni.TV
გელათში არსებული ვითარების განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster