ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი.  ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას საკითხს დააყენებს. მოლაპარაკებების ფარგლებში, დღის წესრიგით გათვალისწინებულია დევნილების უსაფრთხო და უპირობო დაბრუნების საკითხების განხილვა. ისაუბრებენ ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდს ეხმაურებიან დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემ დღის წესრიგში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე უნდა ისაუბროს. ასევე მმართველი გუნდის ოპონენტები „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაძლიერებისთვის აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქართული დელეგაცია ჟენევაში ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს დააყენებს.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ფრენები აკრძალა, გაამკაცრა პროდუქციის ხარისხის კონტროლი, 27 ივნისს კი ენგურის მიმართულებით მოძრაობა საოკუპაციო რეჟიმმა აკრძალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან