საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ „ფრანს 24“-თან


„რეალობა აჩვენებს, როგორი დამოუკიდებელი ვარ“, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, ის არ აპირებს მომავალში სხვა არჩევნებში იყაროს კენჭი, რაც მას სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე ყოველდღიურად ხდება პროვოკაციები და რუსი სამხედროები ამ ხაზს აფართოებენ. ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან