შრომის თავისუფლება, უსაფრთხო და ღირსეული შრომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა შრომის კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, არსებული საკანონმდებლო გარანტიები და შრომის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მძიმე სამუშაო პირობებისგან დაცვას და ვერ ქმნის სათანადო სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისთვის. გამოწვევად რჩება არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, მინიმალური ხელფასის არარსებობა და არაფორმალური დასაქმება.
არსებული სოციალური პოლიტიკა ყველაზე მძიმედ ჩაგრულ ჯგუფებზე აისახება, რის გამოც, ლგბტქი ადამიანები ვერ სარგებლობენ დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებით, ხელი არ მიუწვდებათ ღირსეულ ანაზღაურებასა და უსაფრთხო შრომაზე, სოციალური დაცვის გარანტიებზე. ლგბტქი ადამიანები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციასა და არასათანადო მოპყრობას შრომით ურთიერთობებში.
1 მაისი მშრომელთა გაძლიერების, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის დღეა.
თავისუფალი, სამართლიანი, უსაფრთხო, ღირსეული შრომა თითოეული ადამიანის უფლებაა\"
#თანასწორიშრომა