აივ-დადებითი ადამიანები შრომით ურთიერთობებში

13.05.2021 01:03

"საქართველოს შრომის კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს აივ-დადებითი ადამიანების ღირსეული შრომის გარანტიებს და აივ-დადებითი დასაქმებულების უფლებების დაცვას დამსაქმებლის კეთილსინდისიერების იმედად ტოვებს.

აივ-დადებითი სტატუსი დასაქმებაზე, კარიერულ წინსვლაზე ან პროფესიულ გადამზადებაზე უარის თქმის, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, იძულებითი ტესტირების მოთხოვნის, აივ-სტატუსის გამჟღავნების და სამუშაო ადგილზე მტრული, არარასასურველი მოპყრობის, შევიწროების საფრთხეებს ზრდის.

აივ-სტატუსი გავლენას არ ახდენს ადამიანის შრომით უნარებსა და შესაძლებლობებზე.

აივ-დადებით ადამიანებს უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაზე"

#თანასწორიშრომა

გაზიარება:
BacklinkLog