კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

25.04.2020 04:24

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა კლინიკა გუშინ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კიდევ ერთი კი, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაეწერება. ამ დროისთვის, რესპუბლიკური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 39 ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, რომელთაგან შედარებით საყურადღებოა ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 39 ანალიზიდან 26 პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. 13 პაციენტზე კვლევა გაგრძელდება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კი, დღეს შესაძლოა, 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს. ამ ეტაპზე ხუთ პაციენტს ვირუსი აღარ აქვს, ელოდებიან კიდევ 11 პაციენტის ანალიზის პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან 16 პაციენტი გაეწერება.  ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სულ 112 პაციენტი მკურნალობს, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი იმყოფება. სამის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132. ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ოთხი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ორი მათგანი არასრულწლოვანია. სამი პაციენტი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, მეოთხე პაციენტთან დაკავშირებით კი მოკვლევა მიმდინარეობს. ოთხი ახალი პაციენტი ჰყავს ბოჭორიშვილის კლინიკას. ერთი მათგანი 80 წელს გადაცილებულია. ერთი კი არასრულწლოვანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები და მათი ახლობლები არიან. მათი ინფიცირების წყარო ბოლნისის კლასტერთან არის დაკავშირებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა
03:24

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა
03:42

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა
03:34

კორონავირუსი - ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინფიცირების ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა
03:28

ინფიცირების ახალი შემთხვევები და პაციენტთა მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
02:59

პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში
03:48

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი – პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
05:28

კორონავირუსი – პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში
03:36

COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო