„კანონი და სამართალი“ აუდიტის სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს
ორგანიზაცია „კანონი და სამართალი“ აუდიტის სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისა და ბიუჯეტის ხარჯვის შესწავლისკენ მოუწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიამ მაუწყებელი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს მაუწყებლობის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. ამ არგუმენტის გასამყარებლად დასახელდა 2016 წელს პირველი არხის ეთერში გასული პოლიტიკური კლიპი, რომელიც ეთერიდან მალევე მოიხსნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით, 2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადება გაავრცელა, რომ პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამას ეთერში აღარ გაუშვებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ხაზგასმული იყო ის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული რგოლი ეთერში არ გავიდოდა. მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებსა და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მაუწყებელმა, საკითხის შესწავლის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანონი და სამართალი
მიხეილ-გელა სალუაშვილი
„კანონი და სამართალი“ - ახალი ოპოზიციური გაერთიანება თაკო ჩა...
რადიო თავისუფლება
"კანონი და სამართალი". ავტორი და წამყვანი თეიმურაზ მონიავა 9...
ქართული TV
კანონი და სამართალი - წამყვანი თემურ მონიავა,სტუმრები -ჯემალ...
ქართული TV
კანონი და სამართალი გივი მიქანაძე დღის ქრონიკაში
TV IMEDI
კანონი და სამართალი" - ავტორი თემურ მონიავა "პატივისა და...
ქართული TV
"კანონი და სამართალი" ავტორი თემურ მონიავა. ვახტანგ მეექვსეს...
ქართული TV
"კანონი და სამართალი". ავტორი და წამყვანი პროფ. თემურ მონიავ...
ქართული TV