შარლ მიშელის შეხვედრა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან
შარლ მიშელს, რომლის მედიაციის შედეგად 19 აპრილს საქართველოში ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა, დოკუმენტის ხელმომწერთა პრეტენზიების მოსმენა მოუხდა, მათ შორის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, რომელსაც შეთანხმებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერს და ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი პარტია სამი თვის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტების დარღვევაში დაადანაშაულეს და მთავარ არგუმენტად უზენაეს სასამართლოში ექვსი ახალი მოსამართლის არჩევა დაასახელეს. ოპოზიციის კრიტიკის საგანი იყო საარჩევნო რეფორმა, კერძოდ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა საკითხიც. ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპელ მედიატორს შეთანხმების შესასრულებლად „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერება სთხოვეს. თავის მხრივ მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერს დღეს უთხრა, რომ მმართველი გუნდი შეთანხმების ყველა პუნქტს ასრულებს. სალომე ქოქიაშვილი ადევნებდა თვალს დღევანდელ შეხვედრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადამწყვეტი შეხვედრა ევროკავშირის ოფისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა შარლ მიშელთან - უმრავლესობის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკელი სენატორების შეხვედრა ოპოზიციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ არ ესწრებოდნენ შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster