ვითარება გუგუტიანთკარში


მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგი – სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა საკუთარი სახლები რკინის ღობეებს მიღმა იძულებით დატოვა. მათ დღეს ამოეწურათ ოკუპანტების მიერ მიცემული ვადა, რა დროშიც სახლებიდან ნივთები და შეშა უნდა გამოეტანათ.

ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გამყოფი ხაზის გავლების სამუშაოები ისევ გაგრძელდება. სწორედ ამის გამო ერთმა ოჯახმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს არსებული სათავსო ნაგებობის დემონტაჟი წინასწარ მოახდინა.

შექმნილი ვითარება დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა ოპოზიციაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან