ჯგუფურად ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

02.12.2018 00:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ხუთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ  ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. ხამუთები, 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გახსნილი დანაშაული
00:53

გახსნილი დანაშაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
00:25

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

info rustavi

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული 20.01.2017
00:53

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული 2...

Tv Dia

დაკავება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით

დაკავება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი
00:26

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - ცხელ კვა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ირანის მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

ირანის მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტები გახსნა

info rustavi

პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავა

პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო