ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ისრაელის ელჩი, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ექვსი მილიონი ებრაელის, ორი მილიონი ბოშას და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ჰოლოკოსტის თემაზე. პრემიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა“. - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ჰოლოკოსტის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ჰოლოკოსტის სისასტიკემ ადამიანებს ასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
TV IMEDI
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღ...
Euronews Georgia
27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ა...
საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი
სახალხო დამცველი. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო...
Public Defender of Georgia
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster