ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

27.01.2022 02:13

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ისრაელის ელჩი, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ექვსი მილიონი ებრაელის, ორი მილიონი ბოშას და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ჰოლოკოსტის თემაზე. პრემიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა“. - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ჰოლოკოსტის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მარადიული ხსოვნა არის ყოველი ჩვენგანის მორალური ვალდებულება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ჰოლოკოსტის სისასტიკემ ადამიანებს ასწავლა, რომ ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების დაცვა, პატივისცემა კაცობრიობის განვითარების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
05:57

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

TV IMEDI

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
04:38

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ...
00:40

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
05:18

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
04:07

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღ...

Euronews Georgia

27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
05:37

27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ა...

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი

სახალხო დამცველი. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
41:31

სახალხო დამცველი. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო...

Public Defender of Georgia

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოში
01:22

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო