საკონსტიტუციო ცვლილებები


მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად ემზადებიან.

საარჩევნო რეფორმის განხილვაში ერთვებიან მესამე სექტორი და დიპლომატიური კორპუსიც. თუმცა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, სავარაუდოდ, დებატების ფონზე ჩაივლის, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიმართ, პრეტენზიები აქვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მიესალმება, მაგრამ ბუნებრივ, ანუ ნულოვან ბარიერს აპროტესტებს. პარტია პოლიტიკური სპექტრის დანაწევრების რისკს ხედავს და ამ კონტექსტში წინასაარჩევნოდ ბლოკების შენარჩუნებასაც ითხოვს. მათგან გასხვავებით, ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავს დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც შექმნილ ვითარებაში, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად, მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებას მიიჩნევს.

არჩევნების ჩატარების წესთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმა სხვა ცვლილებებსაც გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან