"მოხსენი!" - თსუ-ს სტუდენტების მოწოდება გიორგი გაფრინდაშვილს

11.03.2016 01:04

''მოხსენი'', ''რეალური ავტონომია უნივერსიტეტს'' - ამ ლოზუნგებით თსუ-ში სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვით დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყვეს პირველ კორპუსში, რის შემდეგაც ისინი პირველი კორპუსის ფოიეში გამაგრდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - კანცლერობის კანდიდატმა, გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ფოიედან სტუდენტებმა თსუ-ს II კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც იურიდიული ფაკულტეტი მდეობარეობს. http://netgazeti.ge საქართელო, ნეტგაზეთი

გაზიარება: