#მოამბე 21 საათზე, 2 ნოემბერი, 2023 #LIVE


• ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და გერმანიის პირველი დიპლომატის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ბერლინში; დასავლეთის პოზიტიური გზავნილები და საქართველოს გაზრდილი შანსი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - „მოამბე“ ბერლინიდან
• საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკა დასავლეთის მხარდამჭერი გზავნილების კვალდაკვალ - მოცემულ ვითარებაში, როცა სტატუსის მიღება სულ უფრო რეალური ხდება, ოპოზიცია მოსალოდნელი დადებითი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს, არასამთავრობოთა ნაწილი კი ევროკომისიას მხოლოდ ახლა მიმართავს, არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
• „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი თბილისთან ახლოს დააკავეს და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - გამოძიების ფარგლებში ასევე დაკავებულია საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი; გაქცეული პატიმრების დაკავება და გამოძიების დეტალები
• სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტი „იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა“, რომლითაც ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ დაიხურება - გუნდის მიერ ვატიკანში წარდგენილი პროგრამის ნაწილი და მზადება ქართველ მსმენელთან შესახვედრად

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან