„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება


პარტია „ლელო საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს.

ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ ქოჩუას თქმით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 108-ე უბანში ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები დაამტკიცეს. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა ნეიტრალური წევრი შეირჩა შევსებული აპლიკაციის მიხედვით და პროფესიონალიზმით.

„ლელოს“ ოფისი დღესვე გადასცემს მათ ხელთ არსებულ ფაქტებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან