უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადება


„აბსურდულს“ უწოდებენ მმართველ გუნდში უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით, ცდილობს სანქციების გვერდის ავლას, მათ შორის მოხსენიებულია საქართველოც. „ქართული ოცნების“ დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობს. პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ არის მკაფიო, რის გამოც კითხვები ჩნდება და ადგილი გვაქვს დისკომუნიკაციასთან. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან