საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. კორექტირების პროექტი უკვე განხილულია საკომიტეტო ფორმატსა და პოლიტიკურ ჯგუფებში. შემაჯამებელ შეხვედრას მართავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.\n\nდოკუმენტი შენიშვნებით ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდება. მთავრობისა და მმართველი გუნდის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ეკონომიკის გაზრდილმა მაჩვენებელმა განაპირობა. ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში უყრიან კენჭს.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge \nგამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.