კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ანდრეა კოცოლინო დააკავა. ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც 10 თებერვალს ამავე საქმის გამოძიების ფარგლებში კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავა. კოცოლინოს ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახლა შინაპატიმრობაში იმყოფება. ბელგიური მხარე კოცოლინოს ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო სამშაბათს, 14 თებერვალს განიხილავს. ევროპარლამენტმა ტარაბელასა და კოცოლინოს იმუნიტეტი გასულ ხუთშაბათს მოუხსნა. შეგახსენებთ, 2022 წლის 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. 11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
TV IMEDI
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
TV IMEDI
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 13 დეკემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კორუფციული სკანადალი ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის კორუფციული სკანდალი
TV IMEDI