არჩევნები 2019 - ცესკოს პირველადი მონაცემები

20.05.2019 02:12

ცესკოს ინფორმაციით, ყველა უკვე უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, მერის შუალედურ არჩევნებში ყველა ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. წინასწარი შედეგები ასეთია:

მარნეული - „ქართული ოცნება“ - ზაურ დარგალი - 78,6%,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია - აგილ მუსტაფაევი- 11,49%, „ევროპული საქართველო“ - აჰმედ იმამკულიევი - 7,54%;

ზესტაფონი - მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე - 50,75%, „ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია - ბაქარ ხიჯაკაძე - 34,26%, „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაია - 5,81%, „პატრიოტთა ალიანსი“ ანზორ ნებიერიძე- 2.64%;

ჭიათურა - „ქართული ოცნება“ გივი მოდებაძე - 64,58%, დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე - 17,99%, დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე -15,26%;

ზუგდიდი - მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია -54,18%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია - სანდრა რულოვსი - 42,84%;

ხულო - მმართველი პარტიის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე- 70,91%, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ირაკლი ჯორბენაძე - 23,74%;

მთაწმინდაზე „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებს შორის მორე ტური გაიმართება. მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ ლადო კახაძე- 41%, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ შალვა შავგულიძე- 36,83%, „გირჩი“ გერმან საბო- 4.76%, დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი - 6.55%, დამოუკიდებელი კანდიდატი კობა დავითაშვილი- 2,91%, სოფო ხორგუანი-2,64%, გრიგოლ  გეგელია-3.14%.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub