მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა


ორი თვის შემდეგ მთავრობა პარლამენტისგან კვლავ ნდობის მიღებას ელოდება.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განახლებული მინისტრთა კაბინეტი საკანონმდებლო ორგანომ დღეს უნდა დაამტკიცოს. პრემიერობის კანდიდატის მოსმენის პროცესი ფინალურ ეტაპზეა - დაჩქარებულად წარმართული პროცედურების შემდეგ ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე უსმენენ, პოლიტიკური დებატების შემდეგ კი კენჭისყრის პროცესი დაიწყება. დასამტკიცებლად საჭიროა სიითი უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. სამთავრობო პროგრამის არარსებობის და სამომავლო ხედვების ვერ მოსმენის არგუმენტით, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“. კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპელი სოციალისტები“. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან