გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი


ეპიდემიოლოგიური ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად გაუარესებულია. წინა დღეების ნახტომისებური მატების შემდეგ, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა მონაცემები წინა კვირის ფონზე მაინც საკმაოდ მაღალია - 2 800 -მდე ახალი შემთხვევა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ დამძიმებული სიტუაციის მართვასა და ვირუსის ახალი შტამების შეკავებას, სახელმწიფო ამჯერად ვაქცინაციის ტემპის მატებით ცდილობს. მიმდინარე კვირას აცრაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა დღიური მონაცემები გეგმიურ მაჩვენებლებს მაინც ჩამორჩება. ეს კი, თავის მხრივ, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრის გეგმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან