მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი - პრესკონფერენცია
20 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, გაიმართება უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის - მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი. ამ თემასთან დაკავშირებით, 5 მაისს, თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას მომღერალი მანანა მენაბდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი გაუძღვნენ. საქველმოქმედო კონცერტ-მარათონზე მანანა მენაბდე განახლებულ რეპერტუარით წარდგება. სპეციალურად ამ დღისთვის ძველი სიმღერების არანჟირება მოხდა. კონცერტში მონაწილეობას იღებს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი. მანანა მენაბდის თხოვნით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ART\u0026SOCIETY”. პროექტი ხორციელდება: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით. კონცერტის მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადიო „შოკოლადი“, კომპანია „DHL“. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი - პრესკონფერენცია
culturegovge culturegovge
მანანა მენაბდის კონცერტი რუსთაველის თეატრში
Music Box
#ახალიდღე 12 ივნისს კონსერვატორიაში მანანა მენაბდის კონცერტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ - მანანა მენაბდ...
Tbilisi City Hall Presscentre
მანანა მენაბდის საქველმოქმედო კონცერტი
eka bziava
მანანა მენაბდის საქველმოქედო კონცერტი
Maiko Odisharia
„სახლი“ - ქორეოგრაფიით მოთხრობილი ამბავი
TV IMEDI
მანანა მენაბდის სპექტაკლის პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობ...
კომუნიკატორი / C სტუდია