თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

05/18/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-25 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება ცნობილი ქართველი პიანისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის - თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.
18 მაისს, კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, პიანისტი თამარ ლიჩელი, იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ფესტივალის ორგანიზატორი მანანა ფაცურია გაუძღვნენ.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე. შესრულდება შოპენის, შუბერტის, რაველისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.
ფესტივალის ფარგლებში, 24 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში დაგეგმილია ქართული მუსიკის კონცერტი. თამარ ლიჩელთან და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ჰოლანდიური საფორტეპიანო დუეტი “სკოლტეს \u0026 იანსენსი”.
25 მაისს, ფესტივალს საზეიმოდ დახურავს მსოფლიოში აღიარებული რუსი ვილონჩელისტის დენის შაპოვალოვისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სინფონიეტას” ერთობლივი კონცერტი.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ფესტივალის დამფუძნებლია თამარ ლიჩელი, ორგანიზატორი - მანანა ფაცურია.


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან