იმერეთის გუბერნატორი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

16.11.2019 01:12

იმერეთში ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ობიექტებზე მონიტორინგი გაძლიერდება. ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა. იმერეთის გუბერნატორი ტურისტული სააგენტოების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა, არსებულ მდგომარეობას გაეცნო და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტების დონეზე მონიტორინგის გაძლიერება მომხმარებლების უფლებების დაცვასა და ასევე ფასების დარეგულირებას გულისხმობს. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს პარალელურად, რეგიონში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: