ლავასოღლის საქმე


ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, იგივე მინდია გორაძე, თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს. ადვოკატის განმარტებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქულმა მხარემ ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღე მისცა. რის შემდეგაც, ის მინსკში ჩაფრინდა, სადაც ბელორუსის პოლიციამ დააკავა და ამ ეტაპზე საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. უფლებადამცველი ასევე განმარტავს, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია ლავასოღლის საქართველოს. შეგახსენებთ, ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით, ბათუმში სამი კვირის განმავლობაში გამოსვლები იმართებოდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან