#არჩევნები2020 საერთაშორისო დამკვირვებლები


საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ერთი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება. საერთაშორისო შემსწავლელი მისია - 2020 უკვე თბილისშია და ამ წუთებში ცესკო-ს თავმჯდომარესთან გაცნობით შეხვედრას მართავს. საფრანგეთიდან ჩამოსული ჯგუფი შვიდი კაცით არის წარმოდგენილი. მათ შორის არის საფრანგეთის სენატის ორი მოქმედი წევრი. ისინი მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, მხოლოდ არჩევნების დღეს გაუწევენ მონიტორინგს და ასევე პროცესში ზუმის საშუალებით ჩაერთვებიან ევროპარლამენტარები. საერთაშორისო შემსწავლელი მისია - 2020 არ არის ოფიციალური სადამკვირვებლო მისია და საქართველოს არჩევნებს წელს პირველად დააკვირდება. მათ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ მასპინძლობს. სწორედ მათი მეშვეობით გაავრცელებენ ფრანგი დამკვირვებლები საპარალამენტო არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან