სანქციები ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის


სანქციები ევროკავშირის დროშის დაზიანების შემთხვევაში - ადმინისტრაციულ კოდექსში მკაცრდება სასჯელი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიმბოლოებს შელახავენ. ასევე, საუბარია იმ ორგანიზაციების სიმბოლიკაზე, რომლის წევრიც საქართველოა. ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილავენ. ინიციატივას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე წარადგენს. 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს, პარლამენტმა სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილებების მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის სიმბოლოების დაზიანების შემთხვევაში, პირველ ჯერზე მოქალაქეს ათასი ლარის გადახდა მოუწევს, განმეორების შემთხვევაში კი ორი ათასი ლარით  დაჯარიმდება ან ორკვირიანი პატიმრობით დაისჯება.

მმართველ გუნდთან ერთად, პროექტის ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. უნდა გამკაცრდეს თუ არა სანქციები დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან