უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გრძელდება. ომის მეხუთე დღეს უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ საოკუპაციო ძალებს და აფერხებენ მის წინსვლას. კიევმა მორიგ მძიმე ღამეს გაუძლო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე გომელის ოლქში მდინარე პრიპიატის რაიონში უკრაინა-რუსეთის პირველი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მსოფლიო ამ შეხვედრის დასრულებას ელოდება. უკრაინული მხარე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას მოითხოვს. მოლაპარაკება უკვე სამი საათის განმავლობაში გრძელდება. უკრაინული დელეგაცია ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა. შეხვედრის მონაწილეებს მოლაპარაკების დაწყებამდე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა და იმედი გამოთქვა პროცესის შედეგიან დასრულებაზე. უკრაინის დელეგაციაში არიან ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის აპარატის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე. რუსეთის მხარეს - დუმის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები სტამბოლში
Business Media Georgia
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster