სმიტების მკვლელობის საქმე - ბრალდებულის ადვოკატების განცხადება


ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატებმა საქმის მასალებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

უფლებადამცველები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი მტკიცებით, ბრალდებულის მხრიდან ლორა სმიტის მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.

უფლებადამცველებმა განმარტებები ბავშვის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებითაც გააკეთეს. მათი ვერსიით, არასრულწლოვნის  მიმართ გასროლა სხვადასხვა ტრაექტორიით განხორციელდა. ადვოკატების თქმით, დაცვის მხარე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან