საპროტესტო აქციები და არეულობა ირანში

09.01.2026 06:17

ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპი კიდევ ერთ ქვეყანაში ინტერვენციას არ გამორიცხავს. საუბარია ირანზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო დაწყებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 12 დღეა გრძელდება.
შეტაკებების შედეგად დაღუპულია სულ მცირე 45 ადამიანი. ამერიკის პრეზიდენტი თეირანს გამაფრთხილებელი გზავნილით მიმართავს და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მძიმე დარტყმით ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტს ირანელი ხალხის დახმარების თხოვნით მიმართავს ირანის უკანასკნელი შაჰის გადასახლებული შვილი. ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების მონაწილეთა დასჯით იმუქრება. ირანის სულიერი ლიდერი კი ტრამპს დამხობას უწინასწარმეტყველებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაწყებულმა აქციებმა 100-ზე მეტი ქალაქი მოიცვა - მოთხოვნებს შორისაა ყოფილი შაჰის შვილის დაბრუნება და ჰამეინის გადაყენება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub