პოლიტიკური განცხადებები

18.11.2019 02:15

პარლამენტის პიკეტირებას და მიმდინარე აქციებს მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები აფასებენ.  კონსერვატორი გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ დღეს ოპოზიციას ხელისუფლებასთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვს, თუმცა ეს ფაქტი ოპოზიციას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას არ აძლევს და პარლამენტის პიკეტირება კანონთან შესაბამისობაში არ არის. უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, აქციები და საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც საზოგადოების რეალური დაკვეთა არ არის.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პიკეტირების მიუხედავად, პარლამენტი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს და პოლიცია ამ ვითარებაშიც უმაღლეს სტანდარტს აჩვენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: