სპეცოპერაცია სასტუმრო „ალიანსში“ - შსს-ს განცხადება
ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენენ ბრალს ოფიციალურად თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ შვიდ პირს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასტუმროში აიყვანეს, საიდანაც პოლიციამ სხვადასხვა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის კონკრეტულ მიზეზებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. ასევე, უნდა დადგინდეს, აქვთ თუ არა კავშირი დაკავებულებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმში ერთ ერთი სასტუმროს შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობ...
Prime Time
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ფონიჭალაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ფონიჭალაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ფონიჭალაში
TV IMEDI
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე
ახალი ამბები
სპეცოპერაცია თბილისსა და იმერეთში - ოპერატიული მასალა
მარშალ პრესი